კორონავირუსით გარდაიცვალა დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი

In other languages: BG
სამწუხაროდ, კორონავირუსულ ინფექციას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთი სასულიერო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი.
მამა თეოდორე 64 წლის იყო. მას სხვა თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.
დეკანოზი თეოდორე ამჟამად დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში. მას ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს დაკრძალავენ.
„მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს„, — წერენ განცხადებაში.
ვუსამძიმრებთ ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიას, მის მმართველ მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ გიორგის, მამა თეოდორეს ოჯახს, მრევლსა და ახლობლებს.
უფალმა შეიწყალოს და სასუფეველში დაამკვიდროს ახლადშესვენებული დეკანოზი თეოდორე.
წყარო: WeNews.ge