ჰქონდა თუ არა კონტაქტი პატრიარქთან მეუფე იაკობს, რომელიც დღეს კოვიდინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

In other languages: BG

ოდბელ მიტროპოლიტს, მეუფე იაკობს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მას პატრიარქთან შეხება არ ჰქონია და არც 25 დეკემბერს უწმინდესის აღსაყდრების 43-ე წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე არ ყოფილა საპატრიარქოში“, – გვითხრა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წელი შეუსრულდა, ამ დღესთან დაკავშირებით კი ილია მეორეს მეუფეები საპატრიარქოში ესტუმრნენ.

წყარო: PrimeTime.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal