,,ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ წერია” – მიტროპოლიტი შიო

In other languages: BG


მღვდელმთავართა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე):

“აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია”.

დღეს 2021 წლის 17 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ-ერთმა ქორეპისკოპოსმა საკვირაო წირვის დასასრულს წარმოთქვა ქადაგება რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მიტროპოლიტი შიო ბრძანებს:

,, დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე! ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.”

მათე მოციქული თავის სახარებაში გადმოგვცემს იესო ქრისტეს სიტყვებს:

,,თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი, ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.” მათე (6: 14-15)

წყარო: wenews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal