Начало » Other languages » ქართული » ფაილების მიხედვით მიტროპოლიტ შიოს თეოლოგიის დიპლომი ყალბია

ფაილების მიხედვით მიტროპოლიტ შიოს თეოლოგიის დიპლომი ყალბია


2021 წლის სექტემბერში გავრცელებული ფაილების მიხედვით სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს თეოლოგიის ყალბი დიპლომი აქვს.

“მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა გადაწყვიტა მღვდელმთავრებს გერასიმე შარაშენიძეს (ზუგდიდისა და ცაიშის), დავით მახარაძეს (ალავერდელი) და ეფრემ გამრეკელიძეს (ბოლნელი) გადასცეს ბათუმის სასულიერო სემინარიის ექსტერნად დამთავრების დამადასტურებელი დიპლომები. ხსენებული დიპლომები დათარიღებული იქნება ძველი თარიღით (გაყალბებული).

მიტ.დიმიტრი შიოლაშვილს სურს, რომ სასულიერო პირებსა და განსაკუთრებით მღვდელმთავრებს ჰქონდეთ სასულიერო განათლება, რომელსაც შემდეგში გაიღრმავებენ რუსეთის ან კიევის სასულიერო უნივერსიტეტებში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტ შიო მუჯირს წარსულში მსგავსი სახით გადაეცა ბათუმის სასულიერო სემინარიის დიპლომი”, – წერია გავრცელებულ ფაილებში.

თუ მიტროპოლიტ შიოს ოფიციალურ ბიოგრაფიას გადავხედავთ მან ბათუმის სასულიერო სემინარია 1999 წელს დაასრულა, სასწავლო წელი ბაკალავრიატის დიპლომის თანახმად მას 1995 წელს უნდა დაეწყო (რადგან საბაკალავრო სისტემა 4 წელს ითვლის)

1995 წლიდან დიაკვანია.

1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თ ბ ი ლ ი ს ი ს კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თ ბ ი ლ ი ს ი ს ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია.

იმავე წლის 20 სექტემბრიდან თ ბ ი ლ ი ს ი ს ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. “

 ბიოგრაფიის თანახმად გამოდის რომ მიტროპოლიტი შიო ბათუმში სწავლის წლებში თბილისში იმყოფებოდა.

წყარო: wenews.ge

Support Doxologia Infonews to continue receiving quality church, religious news

Donate to Doxologia Infonews. Your support is invaluable to us. Thank you!

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46BPBI88984030687601

or through PayPal