სტამბოლის ქართულ საკვირაო სკოლაში სწავლება განახლდა | ფოტო

In other languages: ELBG


კვირის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სტამბოლის ედირნეკაპის წმიდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლო ტაძარში, რომელსაც ესწრებოდა მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელი, ბურსელი მიტროპოლიტი იოაკიმე.

მ.წ. 10 ოქტომბერს, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდგომ, ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით, შედგა პირველი შეხვედრა ჩვენს ბავშვებთან.

წირვას ესწრებოდა და ბავშვები დალოცა მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი ბართლომეოსის წარმომადგენელმა, ბურსელმა მიტროპოლიტმა იოაკიმემ.

საკვირაო სკოლაში 5-დან 12 წლამდე ბავშვებს, შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ მშობლიური ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კულტურა, და ქრისტიანობის საფუძვლები.

ჩვენი მიზანია, ჩვენს ემიგრანტ ბავშვებს შევუქმნათ ისეთი მშობლიური და ოჯახური გარემო, სადაც ისინი, ერთის მხრივ, დაეუფლებიან ცოდნას ქართულ ენაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ექნებათ მათთვის სასურველი სოციალური გარემო, სადაც ისინი თავიანთ თანატოლებთან ერთად დროს გაატარებენ.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ნათელ მომავალზე.

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal