საპატრიარქო: ილია II-ის კურთხევით სააკაშვილი მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს | VIDEO

In other languages: ENELBG


საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს. სააკაშვილთან საპატრიარქოს წარმომადგენელი დღეს, 7 ოქტომბერს შევიდა.

„დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

Mikheil Saakashvili being blessed by Patriarch Ilia II during his inauguration in 2008 at the Bagrati Cathedral. Official photo.

როგორც დეკანოზმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა: „ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით“.

პატრიარქის მდივანმა საზოგადოებას გააცნო შიმშილობის საკითხზე სააკაშვილის პოზიცია. „მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მას მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს“, – აღნიშნავს დეკანოზი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

წყარო: radiotavisupleba.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal