ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საპატრიარქო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

In other languages: BG


საქართველოს საპატრიარქო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“, — ნათქვამია განცხადებაში.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი. ერთ-ერთი 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია, ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის.

ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal