26 სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა – აი ფაქტის გამოძიება

In other languages: BG


აი, ფაქტმა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და ამოიცნო ის სასულიერო პირები, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს და მრევლს მობილიზება გაუკეთეს. 

როგორც აი ფაქტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს სასულიერო პირები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, ალტერნატივა საქართველოსთვისალტ-ინფოს და ქართული იდეის ლიდერებთან ერთად დგანან. 

საუბარია 26 სასულიერო პირზე. ესენია

  1. მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  2. დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
  3. მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
  4. დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
  5. მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 
  6. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა
  7. მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  8. მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
  9. მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
  10. მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის  მონასტერი
  11. დეკანოზი არჩილ დათეშიძე –  ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
  12. მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
  13. მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
  14. მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
  15. დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
  16. დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი 
  17. მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
  18. მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
  19. მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  20. მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
  21. მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
  22. მამა ბენიამინ ებრალიძე  – ჯიხეთის დედათა მონასტერი
  23. დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი  – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
  24. მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
  25. მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
  26. მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია

აი ფაქტი ასევე მღვდლების აქციაში მონაწილეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებსაც ავრცელებს. ამასთან, ეს სასულიერო პირები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელშიც ქომაგობენ. ისინი აქტიურად აზიარებენ ლევან ვასაძის და ალტ-ინფოს გვერდის პოსტებს, მათ შორის ზურაბ მახარაძის და ემრე ქუჩუქის განცხადებებს. 

წყარო: formulanews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal