Начало » Other languages » ქართული » დღეს სუნიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ

დღეს სუნიტი მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ

In other languages: BG


დღეს სუნიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს – ყადირის ღამეს (ლაილათ ალ-კადრი) აღნიშნავენ.

სუნიტ მუსლიმ თემს დღესასწაულს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს.

მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამადს ღვთიური წიგნის ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ ყადირის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ და ევედრებიან ღმერთს ცოდვების მიტევებას. აღნიშნული დღესასწაული აღინიშნება რამადანის თვის 27-ე რიცხვში და მუსლიმთათვის იგი ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა”,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

წყარო: Imedinews.ge

Support Doxologia Infonews to continue receiving quality church, religious news

Donate to Doxologia Infonews. Your support is invaluable to us. Thank you!

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46BPBI88984030687601

or through PayPal