83 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ღვთივმიიცვალა სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი)

In other languages: SRB – BG – GR – EN – FR – RO – MK – RUS – UKR – PL – CZ – SK
2021 წლის 4 მარტს, 83 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ღვთივმიიცვალა სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, თანამედროვე მსოფლიოში ცნობილი ღვთისმეტყველი, ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი)
მეუფე ათანასე 1991 წლის 7 ივლისს იქნა ხელდასხმული მღვდელმთავრად. ის იყო თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პატროლოგიის კვალიფიციური სპეციალისტი.
უფალმა წმიდათა თანა განუსვენოს მის უკვდავ სულს.
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
