უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ოფიციალური მილოცვა უწმიდეს სრულიად სერბეთის პატრიარქს პორფირეს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებასთან დაკავშირებით

In other languages: EN – GR – BG
მის უწმიდესობას, სრულიად სერბეთის პატრიარქს, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტს და პეჩის მთავარეპისკოპოს პორფირეს
თქვენო უწმიდესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აღსაყდრებას სერბეთის ეკლესიის უძველეს ტახტზე, რომლის ზეციური მფარველიც დიდი მოძღვარი, წმინდა საბა სერბელია. მისი შუამდგომელობით გეწეოდეთ უფალი და შეგაძლებინოთ, ერთგულად ემსახუროთ ღმერთს და თქვენს ქვეყანას.
ჩვენი მხრიდანაც გლოცავთ, რათა ყოვლადწმინდა სამებამ წარმატებული ყოს თქვენზე დაკისრებული პატრიარქის მძიმე, მაგრამ ფრიად საპატიო ჯვრის მტვირთველობა.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
+ ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
21.02.2021

წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი