საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საპროტესტო წერილი მოსკოვის საპატრიარქოს

In other languages: GRBGUKR

აქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ოფიციალური საპროტესტო წერილი გააგზავნა მოსკოვის საპატრიარქოში, 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, ცხინვალში, რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურის, მღვდელ სერგი კოკოევის მიერ ანტიკანონიკურად აღსრულებული წირვის გამო.

წერილში ვკითხულობთ:

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს

ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!

მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს.

მოგმართავთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გამო:

ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა (sputnik-ossetia.ru 2021.01.07).

როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში.

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე”.

წყარო: WeNews.ge


DONATION

If you wish, you can support us with your donation. We thank you from the bottom of our hearts!


✎ КОМЕНТАРИ • COMMENTS ✎

ПОСЛЕДНИ ПУБЛИКАЦИИ