საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთის მთავრობას უპირისპირდება

In other languages: GRBG

2021 წლის 4 იანვარს შეიკრიბა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 164-ე სინოდური პერიოდის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდი შეიკრიბა, მისი უნეტარესობის, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის იერონიმე მეორის თავმჯდომარეობით.

დღევანდელი სესიის განმავლობაში, მუდმივმოქმედმა წმიდა სინოდმა, ავტორიზაციის ოქმის დამტკიცების შემდეგ შეისწავლა წმიდა ტაძრების ფუნქციონირებისა და ნათლისღების დროს მორწმუნეთა ყოფნასთან დაკავშირებით შექმნილი მონაცემები, მთავრობის მოულოდნელი განცხადებების შემდგომ, პარასკევს 02. 01.2021, ზომების პროფილაქტიკური გამკაცრება სასკოლო ერთეულების გახსნის მიზნით.

მუდმივმოქმედმა წმინდა სინოდმა, ინტერაქტიული დისკუსიის შემდგომ, ერთხმად გადაწყვიტა:

1. არ ეთანხმება მთავრობის მიერ გატარებულ ახალ ზომებს წმიდა ტაძრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, დაჟინებით მოითხოვს შეთანხმებას სახელმწიფოსთან და ბრძანებს წმიდა ტაძრები დარჩეს ღია საღმრთო ლიტურგიაში მორწმუნეთა მონაწილეობისა და წმიდა ტაძრებში წყლის კურთხევისთვის. ნათლისღების დღესასწაული, როგორც შეთანხმებული იყო და აღბეჭდილი K.Y.A.-ში, υπ’ αριθμ. Δ1α / ΓΠ.οικ. 80588/15.12.2020 (ΦΕΚ Β’ 5509)GR.

იგი [ეკლესია] ითხოვს სახელმწიფოსგან, პატივი სცეს ზემოაღნიშნულ K.Y.A.-ს შემდგომი პრობლემების გარეშე, იმის გათვალისწინებით, რომ შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისა და თორმეტი დღის სხვა დღესასწაულების განმავლობაში საბერძნეთის ეკლესიის ათასობით სამრევლო ეკლესიაში და ადგილობრივი წმიდა მიტროპოლიტების მიერ დაცული იყო ჯანდაცვის ზომები კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის.

2. საპროტესტო წერილს უგზავნის საბერძნეთის მთავრობას, სადაც დიალოგს განიხილავს, როგორც საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებას, რაც ეხება სახელმწიფოს ურთიერთობას რელიგიურ თემებთან, რომლებიც არსებობს საბერძნეთის სახელმწიფოში.

3. მოუწოდებს, როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ასევე საბერძნეთის მთავრობას, მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველჰყონ დაუყოვნებლად საკმარისი რაოდენობის დამტკიცებული ვაქცინები მოქალაქეებისთვის.

არავის აქვს უფლება ემსახუროს სხვების მიზნებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე, როგორიცაა პანდემიის დაძლევა, რადგან ჯანმრთელობის უფლება ყველას ეკუთვნის.

4. იგი განაახლებს თავის წინა გადაწყვეტილებას ისე, რომ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში წმიდა სინოდის პოზიცია მედიის წინაშე გამოხატოს მხოლოდ მისმა წარმომადგენელმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ილიის, აქარნესისა და პეტრუპოლის მიტროპოლიტმა ათინაგორამ.

საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდიGR

ჟურნალისტებთან განცხადების შემდეგ დაისვა კითხვა: “თუ მთავრობა არ მიიღებს ამ დადგენილებას, მაშინ რა მოხდება?”

 მიტროპოლიტმა ათინაგორამ, როგორც წმიდა სინოდის წარმომადგენელმა განაცხადა: “ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც გადავწყვიტეთ, ხოლო რას იზამს მთავრობა, ეს მისი საქმეა”. 

ჟურნალისტი: ე.ი. ნათლისღებას ტაძრები ღია იქნება?

მიტროპოლიტი: დიახ, რა თქმა უნდა”.

წყარო: WeNews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal