რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის საჩივარი მოსკოვის საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეჭრაზე

In other languages: GR – EN – BG

Doxologia INFONEWS

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

“როგორც ცნობილი გახდა ( სტატია იხილეთ აქ ) 2021 წლის 7 იანვარს სჯულის კანონის უხეში დარღვევით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში (ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშაა, წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

რუსეთის ეკლესია უკვე მერამდენედ ურცხვად იჭრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რასაც დაუშვებლად მივიჩნევთ. მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსა და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს, ისაიას (ჭანტურია) მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება ხსენებულ ფაქტზე და საჯარო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნონ რუსეთის პატრიარქს.

თხოვნით მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, შეაფასონ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური მოქმედებები საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ“.

2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური იურისდიქციის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა sputnik-ossetia.ru-მ.

ქალაქი ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კათედრული ქალაქი. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის ისაიას ლოცვა-კურთხევის გარეშე ღვთისმსახურება ეკრძალება ნებისმიერი სხვა ადგილობრივი ეკლესიის სასულიერო პირს.

ხსენებული ფაქტი არის მორიგი გამოვლინება მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიის საეკლესიო ოკუპაციისა, რომელზეც დღემდე დუმს საქართველოს საპატრიარქო.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ აქ.


DONATION

If you wish, you can support us with your donation. We thank you from the bottom of our hearts!


✎ КОМЕНТАРИ • COMMENTS ✎

ПОСЛЕДНИ ПУБЛИКАЦИИ