“ლოცვითა და მოთმინებით შევყურებთ ექიმებსა და ვაქცინას”- ზიმბაბვეს მიტროპოლტი ქრიზოსტომოსმა | VIDEO

ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, ზიმბაბვეს მიტროპოლტიმა ქრიზოსტომოსმა ერთ-ერთ ტელეარხზე ისაუბრა ჯანმრთელობის კრიზისსა და მოზამბიკში მოქმედი ჯანდაცვის სისტემის შესახებ და აღნიშნა, რომ გასულ 2020 წელს, მარტიდან ოქტომბრამდე ტაძრები დაკეტილი იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე წმიდა ზიარების შესახებ, მეუფე ქრიზოსტომოსმა ხაზი გაუსვა, რომ ის /ზიარება/ ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუ გვჯერა, რომ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვიღებთ.
საუბრის ბოლოს, ზიმბაბვეს მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა გაიხსენა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოსაზრება, რომ “საფრთხეშია არა რწმენა, არამედ მორწმუნეები” და ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსი რწმენას ვერ ურყევს ჭეშმარიტ მორწმუნეებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს მათზე, ვისაც ნელთბილი რწმენა აქვთ.
წყარო: WeNews.ge