ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი კორონავირუსისგან განიკურნა

In other languages: BG
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი კორონავირუსული ინფექციისგან განიკურნა.
მღვდელმთავარმა მკურნალობის კურსი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა, საიდანაც გამოწერეს.
მიტროპოლიტი ანტონი, 2021 წლის 14 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით საერო ახალ წელს, უფლის წინადაცვეთისა და წმიდა მღვდელმთავარ ბასილი დიდის ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგიას აღავლენს ბაღდათის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში.
წყარო: WeNews.ge