„გვაფიქრებინებენ, ცოტა ისე ჩავერიოთ“ – მეუფე იაკობი ეკლესიის როლსა და მესამე ძალის შექმნაზე საუბრობს

In other languages: BG

ოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ასე „დაღუპავენ საქართველოს„. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებაზე მეუფე იაკობი ჟურნალისტებს დღეს ესაუბრა.

მე, უბრალოდ, მინდა, რომ ყველა შერიგდეს, არავის არ გამოვყოფ… საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხო ხვდებიან, რომ ქუჩაში ძალა იმდენი არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ ახლა, ეკლესიას რომ დასჭირდეს, ხალხს დაუძახოს – ასე ცოტა ხალხი გამოვა?!. იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ. თუ ასე გააგრძელეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში„, – თქვა მან.

მან ჟურნალისტებთან საუბრის დასრულების დროს მესამე ძალის შექმნაზეც ისაუბრა:

ერთმანეთს დაეჯახენ, თითქოს, სხვა საქართველო აღარ არსებობს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანია და უფრო გამოცდილია… თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მეუფე იაკობისგან ოპოზიციასთან შუამავლობაზე შეთავაზება არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს შორის ფასილიტაცია ხდება პარტნიორი დიპლომატების შუამდგომლობით.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვის გასვლის მიუხედავად, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა. ისინი არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ, უარს ამბობენ მანდატებზე და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული არიან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები. ჯერ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამავდროულად, მოლაპარაკებებში შუამავლობის სურვილი მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოთქვა.

წყარო: Radiotavisupleba.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal