2021 წლის 18 თებერვალს შედგება სერბეთის პატრიარქის არჩევნები

In other languages: SRB – BG – GR

2020 წლის 24 დეკემბერს გაიმართა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც მღვდელმთავრებმა იმსჯელეს ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხზე.

კრებამ განაჩინა, 2021 წლის 18 თებერვალს ჩაინიშნოს იერარქიის გაფართოებული კრება. სერბეთის ახალი პატრიარქის არჩევნები ჩვეული წესით გაიმართება, გაფართოებული კრება გამოირჩევს სამ კანდიდატს, რომელთა შორის მოხდება კენჭისყრა.

ფურცლები, რომლებზეც სამი კანდიდატის სახელი იქნება აღნიშნული, რომელთაც ყველაზე ხმა მოაგროვეს, წმიდა სინოდი სახარებაზე დადებს და სულიწმიდის მოხმობის ლოცვას აღავლენენ, რის შემდგომაც სერბეთის ეკლესიის უხუცესი იღუმენი ერთ ფურცელს აიღებს და ვისი სახელიც აღმოჩნდება, ის იქნება ახალი პატრიარქი.

წყარო: WeNews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal