ტრიმითინტის (ტრიმიფუნტის) მიტროპოლიტი ბარნაბა კოვიდ-19-ით დაინფიცირდა

In other languages: BGGR

ლადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ტრიმითინტის (ტრიფიმუნტის) მიტროპოლიტი ბარნაბა კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირდა. იგი ნიქოზიის ცენტრალურ კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ტრიმითინტელ მიტროპოლიტს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ჩაიტარა სათანადო ტესტი და კოვიდ-19-ზე აღმოჩნდა დადებითი.

62 წლის მიტროპოლიტი ბარნაბა გადაიყვანეს საავადმყოფოში წინასწარი სიფრთხილის გამო, რადგან იგი დაავადებულია სხვა მძიმე სნეულებებითაც.

იზოლირებულები არიან ტრიმითინტის მიტროპოლიის სხვა პირებიც, რომელთაც შეხება ჰქონდათ მიტროპოლიტ ბარნაბასთან და იმყოფებიან ტესტების პასუხების მოლოდინში.

წყარო: WeNews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal