Начало » Other languages » ქართული » საქართველოში, გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, სერბეთის პატრიარქს პანაშვიდი გადაუხადეს

საქართველოში, გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, სერბეთის პატრიარქს პანაშვიდი გადაუხადეს

ღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, საქართველოში, სრულიად სერბეთის უწმიდეს პატრიარქს ირინეოსს, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, პანაშვიდი გადაუხადეს.

ღვთისმსახურება ურბნისის საკათედრო ტაძარში აღასრულა მღვდელმონაზონმა ირინეოსმა (შენგელია).

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სასულიერო პირი აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“40 დღე განსრულდა, რაც მიიცვალა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, მისმა უწმინდესობამ მსგავსად თავისი წინამორბედისა დაგვიტოვა მაგალითი უბრალოებისა, სიმშვიდისა… იგი იყო ჭეშმარიტად გამამართლებელი თავისი სამონაზვნო სახელისა, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვა სიმშვიდიდან!

რამდენიმე კვირა ებრძოლა სერბეთა პატრიარქი ირინეოსი ამ ვერგ სენს და სობოლოოდ მკვდრეთით აღდგომის მომლოდინემ მშვიდობით მიიძინა…

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!

добар рај Ваша Светости!

პატრიარქ ირინეოსის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღვასრულე ურბნისის საკათედრო ტაძარში 29.XII.2020″, – აღნიშნავს მღვდელმონაზონი ირინეოსი.

წყარო: WeNews.ge

Support Doxologia Infonews to continue receiving quality church, religious news

Donate to Doxologia Infonews. Your support is invaluable to us. Thank you!

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46BPBI88984030687601

or through PayPal