პროტოდიაკონი ანდრია კურაევი განიხილავს, რომ მსოფლიო პატრიარქს მიმართოს აპელაციით

In other languages: BGMK UKR

უსეთის ეკლესიის საეკლესიო სასამართლოს მიერ სასულიერო ხარისხიდან განკვეთილი პროტოდიაკონი ანდრია კურაევი თავისი საკითხის განხილვის ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს მსოფლიო პატრიარქისათვის აპელაციით მიმართვის თხოვნას.

აღნიშნულის შესახებ პროტოდიაკონი ანდრია წერს:

“ეთანხმებიან თუ არა მოსკოველი კანონისტები მსოფლიო პატრიარქის უფლებას, მიიღოს ასეთი მიმართვები, მეათე კითხვაა. მნიშვნელოვანია, რომ იგი თვლის თავს უფლებას, მიიღოს და განიხილოს ყველა ადგილობრივი ეკლესიის საჩივარი და მისი (მსოფლიო პატრიარქის) კანონისტები მზად არიან დაასაბუთონ ეს უფლება. მოსკოვის საპატრიარქოს პროტესტი მოკლებული იქნება მორალურ ძალას, პატრიარქმა კირილემ წმიდანად შერაცხა ბოდულესკუ-ბოდონის მიტროპოლიტი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განიკვეთა, მაგრამ რუსულ სისტემაში გადავიდა.

ჩემი მიმართვით კონსტანტინეპოლს ორი შესაძლებლობა აქვს:

– მსოფლიო პატრიარქი აღადგენს ჩემს სადიაკვნე ღირსებას, მაგრამ დავრჩები მოსკოვის საპატრიარქოს დიაკვნად.

– მსოფლიო პატრიარქი აღადგენს ჩემს სადიაკვნე ღირსებას და მიმიღებს თავის სამღვდელოებაში, ოფიციალურად მიმაკუთვნებს თავის რომელიმე სამრევლოს ევროპაში (შესაძლოა რუსულენოვანი).

ეს (მსოფლიო პატრიარქისთვის მიმართვა აპელაციის თხოვნით) ჯერ არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ შესაძლებლობების ჩამოთვლაა”, – აღნიშნავს მამა ანდრია. 

“განვმარტავ: კონსტანტინეპოლისთვის მიმართვის შეტანის დროს მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ადგილობრივი განაჩენიდან ერთი თვის შემდეგ თუ ოცი წელი. ამიტომ, თუ ეგზისტენციალურ საჭიროებას ვგრძნობ, რომ დიაკვნის ხარისხში დავრჩე, აპელაციას შევიტან”, – დასძენს პროტოდიაკონი ანდრია კურაევი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქს აპელაციის, ესეიგი სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებიდან საჩივრების მიღების უფლება მეორე მსოფლიო კრების III კანონით და მეოთხე მსოფლიო კრების IX და XVII კანონებით მიენიჭა.

სპეციალურად რუსული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქს ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან საჩივრების ანუ აპელაციების მიღების უფლება მეორე მსოფლიო კრების III კანონითა და მეოთხე მსოფლიო კრების IX და XVII კანონებით აქვს მინიჭებული.

წყარო: WeNews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal