კორონავირუსით ინფიცირებული მეუფე იობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია | VIDEO

In other languages: BG

როველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მძიმე, თუმცა სტაბილურია. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაში არ მკურნალობს, ინფექციურ თერაპიაში მყავს“ – აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი.



საქართველოში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 39 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლენილია 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩატარდა 9 812 ტესტი. ყველაზე მეტი, 774 შემთხვევაა თბილისში, იმერეთში – 255, მესამე ადგილზეა აჭარა – 142 და ქვემო ქართლი 140 ახალი შემთხვევით. ახლა კორონავირუსს  26 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის, მათგან მძიმეა 1 104 პაციენტის მდგომარეობა.

წყარო: რუსთავი 2

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal