ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ტაძრის ტერიტორიაზე საეკლესიო მაღაზიები დაიკეტა

In other languages: BG

ოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ- 19- ის სიმპტომები, დედა თეოდორას, ოთხი დღის წინ გამოუვლინდა.

პირველ ეტაპზე, მას შესაბამისი კვლევა, სწრაფი ანტიგენის ტესტით ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. მოგვიანებით, მონასტრის წინამძღვარს, კორონავირუსი, PCR კვლევით დაუდგინდა.

ამ ეტაპზე, დედა თეოდორას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სტაციონარში გადაყვანა არ ესაჭიროება.

მონასტრის გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, საეკლესიო პროდუქტის მაღაზიები არ გაიხსნება.

ბოდბის დედათა მონასტრის წინამძღვრის ინფიცირების წყარო, ცნობილი არ არის. ჯერჯერობით, კორონავირუსის სიმპტომები, წინამძღვართან კონტაქტში მყოფ მონასტრის არცერთ წევრს არ გამოვლენია.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

წყარო: PTN.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal