ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი კოვიდ-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია

In other languages: BG

რულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირდა. იგი მოთავსებულია მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში.

მიტროპოლიტ ფილარეტს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდგინდა მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ხოლო მისი დაინფიცირების დროდ ვარაუდობენ მიმდინარე წლის 4-6 დეკემბერს.

საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური წერილობითი მიმართვა გაავრცელა სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსმა, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტმა ბენიამინმა, რომელმაც სამღვდელო და სამონაზვნო დასს თხოვა და მოუწოდა მიტროპოლიტ ფილარეტისათვის ლოცვისაკენ.

მიტროპოლიტმა ბენიამინმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის ჯანმრთელობა მინსკის მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

მიტროპოლიტი ფილარეტი (ვახრომეევი) 85 წლის არის. მას 1965 წლის 24 ოქტომბერს დაასხეს ხელი მღვდელმთავრად. 1990-2013 წლებში იყო სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი და მინსკის მიტროპოლიტი. 2013 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გავიდა პენსიაზე და რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა მიანიჭა სრულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსის წოდება და განუსაზღვრა საპატიო პროტოკოლური ადგილი ღვთისმსახურებისა და ოფიციალური შეხვედრებისას.

მიტროპოლიტი ფილარეტი 2011 წლის 25 დეკემბერს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიაზე თანამსახურებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელსაც მიულოცა აღსაყდრებიდან ოცდათოთხმეტი წლის იუბილე.

უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ ფილარეტს.

წყარო: WeNews.ge

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal