სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა | VIDEO

In other languages: SRB – GR – EN – ROBG UKR – MK ES – PT

ერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, ირინეოსი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამ თემაზე ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა პარასკევს გაავრცელა. ირინეოსს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდა.

ჩემთვის პატივი იყო თქვენი გაცნობა. თქვენნაირი ადამიანები არასდროს კვდებიან ”, – დაწერა პრეზიდენტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ირინეოსი 90 წლის იყო და მისი დაინფიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც მონტენეგროში, კორონავირუსით გარდაცვლილი სასულიერო პირის დაკრძალვას დაესწრო.

სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი თვის დასაწყისში დაუდასტურდა, ის მკურნალობას ბელგრადში საავადმყოფოში გადიოდა.

წყარო: Mtavari Arxi

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal