მსოფლიო პატრიარქის სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოს, მეუფე ლაზარეს გარდაცვალების გამო

In other languages: BG GR

წმინდესო და უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედს და მოვახსენებთ:

დიდი წუხილით გავიგეთ საქართველოს წმინდა ეკლესიის იერარქის, ნეტარხსენებული ძმის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ, და გამოვხატავთ წუხილს მართლმადიდებელი დიასპორის სამწყსოს სახელით, რომელიც მსოფლიო საპატრიარქო ტახტის ომოფორის მზრუნველობის ქვეშ არიან.

ნეტარხსენებული ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული პანდემიის დროს მძიმე კოვიდ ინფექციას ემსხვერპლა, გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს და გისამძიმრებთ ჩვენი ეკლესიის სახელით. ვლოცულობთ, რომ ცოცხალთა და მკვდართა მეუფე ქრისტემ განუსვენოს მის სულს და იყოს ხსენება მისი უკუნისამდე.

პარალელურად ვლოცულობთ სიყვარულის ღმერთის წინაშე, რომ გააძლიეროს ექიმები, სამედიცინო პერსონალი და ყველა, რომლებიც იბრძვიან და ამ მძიმე ვირუს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. ნუგეში ამ მდგომარეობაში არის ის, რომ ნათლად დავინახეთ ამ მძიმე მდგომარეობაში სიყვარულისა და სოლიდარობის საჭიროება და აუცილებლობა, რომელიც საღმრთო მადლის გამომხატველია.
გისურვებთ თქვენო უწმინდესობავ ჯანის სიმრთელეს მრავალსა წელსა და მხნეობას, რომ დიდხანს იყოთ მსახურად საქართველოს წმინდა ეკლესიის საჭეთმპყრობლად, სიყვარულით უფალში და პატივისცემით

25 ნოემბერი, 2020 წ.

თქვენი ღირსებისა და უნეტარესობის
ქრისტესმიერ საყვარელი ძმა

✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

წყარო: საქართველოს საპატრიარქო

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal