უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ილია მეორე ვლადიმერ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

In other languages: BG

რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს.

„მის აღმატებულებას, უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ზელენსკის, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ უკრაინაში ა.წ. 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც არაერთი ახლაგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია ილია მეორეს წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal