Начало » Other languages » ქართული » მღვდელმონოზონი ირინეოსი: ,,აია სოფია არის დამამტკიცებელი იმისა რომ მართლმადიდებელი ეკლესია საყოველთაოა!“

მღვდელმონოზონი ირინეოსი: ,,აია სოფია არის დამამტკიცებელი იმისა რომ მართლმადიდებელი ეკლესია საყოველთაოა!“

In other languages: GRBG

,,აია სოფია არის დამამტკიცებელი იმისა რომ რომ მართლმადიდებელი ეკლესია საყოველთაოა!“ ემი მოკრძალებული სიტყვა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ, ბერძნულ პრესაში.

თ ა რ გ მ ა ნ ი :

,,დღეს ჩვენი გულები მწუხარებას მიეცა, შიშისა და უსამართლობის განცდამ დაამძიმა ჩვენი ცხოვრება! დევნა ეს ქრისტიანის და ზოგადად ქრისტიანული სარწმუნოების განუყრელი მეგობარია! მაგრამ დღეს როცა სამყარო მატერიალური და ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალებს იპყრობს, როცა კულტურა ისე ფასდება როგორც არცერთ საუკუნეში, ცენტრალურ აზიაში ევროპის კვარცხლბეკზე ჩვენგან ყოვლად დაუცველი და მიტოვებული ქრისტეს დიდი და წმინდა ეკლესია ჩვენს თვალწინ იქცა მეჩეთად!

ნურავინ ფიქრობს რომ აია სოფია ბიზანტიის საკუთრებაა და ბერძენთა ტკივილი, როგორც ღვთის სიბრძნე ეკუთვნის ყველა ღვთის შემცნობელს ასევე სოფია ეკუთვნის ყველა მართლმორწმუნეს! იგი არის ჩვენი დიდებული წარსულის ცოცხალი გამოხატულება, სიმბოლო მართლმადიდებელი ეკლესიისა და მომავლის ნათელი იმედი! აია სოფია არ არის ერთი ჩვეულებრივი ტაძარი, იგია მოწმე სამოციქულო სარწმუნოების ურყევობისა!აია სოფია არის ჯიუტი ხატი მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკეობისა და ცენტრი წმინდისა და ახლისა რომისა, უკვე ითქვა რომ არ არსებობს პირველი და მეორე რომი და რა თქმა უნდა ვერ იარსებებს მესამე რომი, რადგან ბუნებაში არსებობს ძველი და ახალი რომი, აია სოფიას დაცემა კი ფასდება როგორც ახალი რომის დაცემის მცდელობა…

სამწუხაროა რომ ქრისტეს ერთ წმინდა და საყოველთაო ეკლესიას დღეს არ აღმოაჩნდა ერთობლივად ამაღლებული ხმა, ხმა რომელსაც იერიქონის კედლების ჩამოქცევაც კი ძალუძს! არ ისმის საყვირების ხმა?! არ გუგუნებს ჩვენი განგაშის ზარები?! მაშასადამე იერიქონი არ ინგრევა! ეს განსაცდელი არის სილის გაწნა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის რომელსაც ვერც წყევლა-კრულვით, ვერც სასჯელთა წინასწარმეტყველებით და ვერც ძალმომრეობით ვერ ვუპასუხებთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ,,ერთითა პირითა და ერთითა გულითა!“ რისგანაც ასე განვუძარცვივართ ჩვენს დაუძინებულ მტერს ეგოიზმს, ერესთა ერსს! დროა ერთობის აია სოფია ჩვენია!“

Support Doxologia Infonews to continue receiving quality church, religious news

Donate to Doxologia Infonews. Your support is invaluable to us. Thank you!

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46BPBI88984030687601

or through PayPal