სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ ილია მეორეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

ბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სასწავლებელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული წინადადება 29 მაისს გამართულ საბჭოს სხდომაზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წამოაყენა, რომელიც ასევე, აღნიშნული სასწავლებლის რექტორიცაა. მათი ინფორმაციით, ზვიადაძის წინადადებას, საბჭო ერთხმად დაეთანხმა.

«29 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ყოფილი რეზიდენციის ეზოში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იგი სამეცნიერო საბჭოს წევრთა წინაშე წარდგა წინადადებითდაემტკიცებინათ საპატიო დოქტორის მინიჭების წესი და ამ წოდების მისანიჭებლად წარედგინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. საბჭო ერთხმად დაეთანხმა რექტორის ინიციატივას», — ნათქვამია სასწავლებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: on.ge

✎ КОМЕНТАРИ • COMMENTS ✎