საპატრიარქო ფსიქოლოგს შეხვდა – მათ მორწმუნეთა ფსიქო-პრობლემებსა და ფობიებზე იმსჯელეს

In other languages: BG

აქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს შეხვდნენ. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა-სემინარი რონდელის ფონდის პროექტის „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობის“ ფარგლებში და National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით გაიმართა.

„სემინარზე იმსჯელეს, სად გადის ზღვარი სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის თანადგომას შორის, როგორ უნდა წარიმართოს სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობა, როგორ უნდა გადაიჭრას ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც თანამედროვე მორწმუნეებს აწუხებთ, განიხილეს ადამიანის ფსიქოტიპები, აგრეთვე შიშისა და ფობიების ყველაზე გავრცელებული ფორმები და ისაუბრეს მათთან გამკლავების, როგორც ეკლესიაში არსებულ გამოცდილებაზე, ისე ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ მკურნალობის მეთოდებზე, საუბარი ასევე შეეხო სუიციდის პრობლემას“ – აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და აღნიშნავს, რომ საკითხის სიმრავლისა და აქტუალურობიდან გამომდინარე, მორიგი სემინარიც დაიგეგმა.

მომდევნო შეხვედრა აზარტულ თამაშებს, ლუდომანიას და ნარკომანიას შეეხება.

წყარო: Tabula

DONATE TO DOXOLOGIA INFONEWS

BANK: Eurobank Bulgaria AD (Postbank)

IBAN: BG46 BPBI 8898 4030 6876 01

or through PayPal